Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ალექსანდრე ჯეჯელავა - ბევრ სკოლაში საპირფარეშოს კარი არ აქვს, დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება
ambebi.ge
17 January 2017, 12:20
დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება ყველა შემთხვევაში, სადაც შესაძლებელი იყო სველი წერტილის მოწესრიგება და ეს არ მოხდა, - ამის შესახებ საქართველოს მეცნიერებისა და განთლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს სანიტარულ ნომრებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მინისტრის განცხადებით, მან აღნიშნული საკითხი გუშინ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენა. ჯეჯელევას განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ ბევრგან აუთვისებელი ბიუჯეტის პირობებში საპირფარეშო მისახედია და კარი არ აქვს.

"ამ ეტაპზე საუბარია, რომ ყველა მიმართულებით შევუტიოთ ჰიგიენის საკითხს. მათ შორის დირექტორებს ჩვენ ვთხოვეთ, რომ რა დონეზეც შესაძლებელია მათი არსებული ინფრასტრუქტურით მოწესრიგება, სისუფთავე იყოს. ეს ჩვენი დავალებაც არის, თხოვნაც და მოთხოვნაც. ამას გარდა, ვმუშაობთ, რომ პრაქტიკულად ყველა სკოლაში, პირველ რიგში ამ საკითხს მივხედოთ, რადგან გასაგებია, რომ ძალიან კარგია სააქტო დარბაზი და ცეკვის სცენა, მაგრამ თუ ჩვენი ბავშვებისთვის ელემენტარული პირობები ვერ უზურნველვყავით, უბრალოდ აზრი არ აქვს. დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება, ყველა შემთხვევაში, სადაც შესაძლებელი იყო სველი წერტილის მოწესრიგება და ეს არ მოხდა. ჩვენ დირექტორებს ვუთხარით, რომ ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა იქნება, მათ Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. შორის ბიუჯეტის კუთხით. ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ბევრგან აუთვისებელი ბიუჯეტი გვაქვს და საპირფარეშო არ არის მიხედილი, კარი არ აქვს საპირფარეშოს. აბსოლუტურად ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობთ, ეს არის დაუშვებელი. მგონი, ეს უფრო უყურადღებობის ამბავია. ეს ისეთი საკითხია, ბავშვი რომ ვერ შედის, ან არ შედის საპირფარეშოში, ამაზე ცუდი რა შეიძლება რომ გავაკეთოთ ძნელი წარმოსადგენია, ამიტომ აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ რადაც უნდა დაგვიჯდეს ეს საკითხი", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი